სურსათის უვნებლობის პოლიტიკა

შპს. „ქარელის ხილისთვის“ წარმოებული პროდუქციის უვნებლობა და ხარისხი  წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. აღნიშნულის მისაღწევად კომპანიამ აიღო ვალდებულება დაენერგა სურსათის უვნებლობის სისტემა FSSC 22000 ver. 5 სქემის მოთხოვნების შესაბამისად.

ჩვენ ვიძლევით სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო/მარეგულილერებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე, კლიენტის მიერ მოთხოვნილ სპეციფიკაციებთან შესაბამისობის სრულ გარანტიას.

ჩვენი ამოცანაა მავნედ დადგენილი პროდუქცია ყოველთვის იყოს ნულოვან ნიშნულზე. ამისათვის, ჩვენ რეგულარულად შევაფასებთ რისკებს და მივმართავთ მათზე შესაბამის ღონისძიებებს.

ჩვენ ვქმნით, შევინარჩუნებთ და გავაფართოებთ ჩვენი პროდუქციის უვნებლობის და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის აუცილებელ გარემოს, საჭირო ინფრასტრუქტურის, დანადგარების, მასალების, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მუდმივი გაუმჯობესების სწრაფვით.

ჩვენს ორგანიზაციაში თითოეული თანამშრომელი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინაწილებს პასუხისმგებლობას წარმოებული პროდუქციის უვნებლობაზე და გათავისებული აქვს, რომ პროდუქციის წარმოების საუკეთესო პრაქტიკით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვა და საბოლოო პროდუქტის მაღალი ხარისხი წარმოადგენს კომპანიის მთავარ ღირებულებას.

ჩვენ მუდმივად გავაუმჯობესებთ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემას შედეგიანი კომუნიკაციით როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ, შესაბამის მომწოდებლებთან, კლიენტებთან, მარეგულირებლებთან, ინდუსტრიის ასოციაციებთან და სასურსათო ჯაჭვში ჩართულ ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ მხარესთან.