ვინ ვართ ჩვენ

 
ჩვენ ვართ ჩიკორი, ბრენდი, რომელიც ქართული ხილის ბაღებიდან მოწეული ნედლეულით ამზადებს ნატურალურ და არაჯანსაღი დანამატებისგან თავისუფალ ხილის პროდუქტებს. 

 


კომპანია ქარელის ხილის ისტორია დაიწყო 2015 წელს, როდესაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებმა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც პირველ რიგში იქნებოდა ქართული, გემრიელი, სასარგებლო და ჯანსაღი ხემსი.
რა იქნებოდა უკეთესი, თუ არა ქართული ხილისგან დამზადებული ხემსი, რომელიც შეფუთული და მზა პროდუქტია გამოყენებისთვის.

თავდაპირველად, გვქონდა ორი მნიშვნელოვანი ამოცანა: გვეპოვა ადგილი, სადაც გაიხარებდა ხეხილის ბაღები და ჩამოგვეყალიბებინა ადგილობრივი
მცხოვრებლებისგან პროფესიონალებითა და ლოიალურად განწყობილი სამუშაო გუნდი. 
ბევრი თუ ცოტა ძებნის შემდეგ, ასეთი ადგილი ვიპოვეთ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი სამწვერისი.

სოფლის უძველეს ციხის კედელზე, ვკითხულობთ მე-7 საუკუნით დათარიღებულ წარწერას, რომლის თანახმადაც პირველი საირიგაციო სისტემა, სწორედ, ამ ადგილას არსებობდა. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ სოფელ სამწვერისში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ოდითგანვე განვითარებული იყო. გარდა ამისა, ეს ადგილი განთქმულია ენდემური ჯიშის ვაშლებით, ქლიავითა და სხვა ხილით,
რომლებსაც გამორჩეული გემო ახასიათებს.


სოფლის მაცხოვრებლებისთვის ჩვენი იდეა თავიდანვე სასიამოვნო გამოწვევად იქცა. ხეხილის ბაღის გაშენებასთან ერთად, ჩვენ შევქმენით კომპანია, რომლის ნაწილიც სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც სურდა შეექმნა რაიმე მნიშვნელოვანი. საბოლოოდ, ჩვენ თამამად და სიხარულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი რამ, სოფელი სამწევრისის მაცხოვრებლებისთვის არის ჩვენი საწარმო. ჩვენთან დასაქმებულია 50 ადამიანზე მეტი, რომელთა უმეტესობა არის ქალი, ეს ერთგვარი გენდერული სტიგმის დარღვევაა, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, ქალების როლი წარმოებაში არის შეუცვლელი.

ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ მებაღეებთან და პროფესიონალებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნედლეული არის კულტივირებული ბუნებრივ ოპტიმალურ გემომდე, სტრუქტურამდე და ფორმამდე, არაჯანსაღი დანამატების გარეშე.

ვიმედოვნებთ, რომ ჩიკორი ისევე შეგიყვარდებათ, როგორც ჩვენ!