chikori



ვინც არ უნდა იყო, მშობელი, ბავშვი, სტუდენტი თუ უბრალოდ დაკავებული ადამიანი “გადარბენებზე”, ეს რეცეპტი შენთვისაა.

? ისეთი მარტივია ბავშვებთან ერთადაც მოამზადებთ. ? დილას სახლიდან გასვლის წინაც მოასწრებთ. ? ღამე ძილის წინაც არ დაგეზარებათ რომ სახლში სასწაული სურნელი დაატრიალოთ. ?

საუკეთესო ხემსი, დესერტი თუ “ლანჩია” ? ხრატუნა ტკბილი და არომატული. ? რაც მთავარია ჯანსაღია, ვეგანური და უმარტივესი მოსამზადებელი. ? ინახება რამდენიმე დღე.

მოკლედ შეუდექით მზადებას! ???‍?

დაგჭირდებათ ორნაირი პროდუქტი ჩიკორისგან:

✨ "უკურკო ქლიავის ჩირი" და "ქიშმიში მოხალულ თხილთან ერთად" ✨

დანარჩენი ინგრედიენტებიც ასეთივე ჯანსაღია და აუცილებლად მოგეპოვებათ განჯინაში თუ არადა უახლოეს დიდ მარკეტში იპოვნით.  ? (ასევე მარტივია ჩაანაცვლოთ სხვა მაგავსი ინგრედიენტებით)

? რეცეპტი ? (9-10 ორცხობილისა)

მშრალი ინგრედიენტები:

1 ჭიქა შვრია
1 ჭიქა შვრიის ფქვილი (ჩოპერში კარგად დაფქული შვრია)
1 ჩაის კოვზი სოდა
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი ვანილი

სველი ინგრედიენტები:

1/4 ჭიქა დამდნარი ქოქოსის კარაქი
1/4 ჭიქა  ნეკერჩხლის სიროფი (ან რაიმე სხვა დამატკბობელი გემოვნებით, თუნდაც შაქარი)
2 სელის "ვეგანური კვერცხი" (2 სუფრის კოვზი დაფქული სელის მარცვალი + 6 სუფრის კოვზი წყალი-უნდა იდგას 15 წუთი)

? გასამხიარულებლები: ?

1 მუჭა დაჭრილი "უკურკო ქლიავის ჩირი" და ამდენივე "ქიშმიში მოხალულ თხილთან ერთად"

? მოზრდილ ჯამში ერთმანეთში კარგად ვურევთ მშრალ ინგრედიენტებს.

? მეორე ჯამში სველ ინგრედიენტებს.

? სველ ინგრედიენტებს ვუმატებთ მშრალს.

? ბოლოს ვუმატებთ ჩირს, ქიშმიშს და თხილს.

? ვაერთიანებთ ერთ მასად.

? ღუმელს ვაცხელებთ 190 გრადუსზე.

? საცხობ ქაღალდზე ამ მასას ვანაწილებთ გუნდებად.

? ამ რეცეპტით გამოდის 9-10 საშუალო გუნდა.

? ცხვებიან 10-12 წუთის მანძილზე. ცხობისას არ იზრდებიან ზომაში.

ღუმელის გამორთვის შემდეგ, დააყოვნეთ ორცხობილები რომ გაგრილდნენ ❄

შემდეგ მიირთვით ??

სტატიის ავტორი , 2020-10-09